შეფასება
ესგ. თავი IV. მოსწავლის შეფასების სისტემა
მუხლი
15. მოსწავლის შეფასების მიზანი, პრინციპები და მიდგომები
1. მოსწავლის შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა,
რაც გულისხმობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვასა და კონტროლს.
2. სასკოლო საათობრივ ბადეში
უნდა აღინიშნოს როგორც სავალდებულო და არჩევითი საგნები, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის
მე-12 მუხლით განსაზღვრული დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება
(ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში).
3. მოსწავლე უნდა შეფასდეს სხვადასხვა ფორმებით (ესსე, პროექტის მომზადება,
ზეპირი გამოსვლა, ექსპერიმენტის ჩატარება, ცდის ჩატარება, წარმოდგენა, წერითი, ფერწერული
ან სხვა ტიპის ნამუშევარი, არგუმენტირებული მსჯელობა და სხვ.).
4. მოსწავლემ წინასწარ უნდა იცოდეს, რა კრიტერიუმებით ფასდება მისი
სასწავლო აქტივობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 03.09.2013წ.
მუხლი 16. განმსაზღვრელი და განმავითარებელი
შეფასება
1. სკოლაში გამოიყენება
ორი ტიპის
შეფასება: განმსაზღვრელი და
განმავითარებელი.
2. განმსაზღვრელი შეფასება
აკონტროლებს სწავლის
ხარისხს, ადგენს
მოსწავლის მიღწევის
დონეს ეროვნული
სასწავლო გეგმით
განსაზღვრულ მიზნებთან
მიმართებაში. განმსაზღვრელ
შეფასებაში იწერება
ქულა.
3. განმავითარებელი შეფასება
აკონტროლებს თითოეული
მოსწავლის განვითარების
დინამიკას და
ხელს უწყობს
სწავლის ხარისხის
გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას
გამოიყენება ისეთი
საშუალებები, როგორიცაა
სიტყვიერი კომენტარი,
რჩევა-დარიგება,
დაკვირვების ფურცელი,
თვითშეფასებისა და
ურთიერთშეფასების სქემა
და სხვ.
4. განმავითარებელი და
განმსაზღვრელი შეფასებების
აღწერილობა
განმავითარებელი
|
განმსაზღვრელი
|
|
მიზანი
|
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;
მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა
|
სწავლის ხარისხის გაკონტროლება;
მოსწავლის მიღწევის დონის დადგენა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში;
აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრა
|
შეფასების საგანი
|
სწავლის პროცესი
|
სწავლის შედეგი
|
შეფასების შედეგად
მიღებული გადაწყვეტილება
|
წინსვლის
ხელშესაწყობად
განსხვავებული
აქტივობის
შერჩევა,
სწავლების
სტრატეგიის
შეცვლა,
რჩევა-დარიგების
მიცემა
და სხვ.
|
მომდევნო ეტაპზე (კლასში/საფეხურზე) დაშვება/არდაშვება
|
წარმარტების კრიტერიუმების
განსაზღვრა
|
კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე
(საკუთარ მიღწევებთან
მიმართებით - რა დონეს ფლობდა, რა დონეს ფლობს)
|
იმის საფუძველზე, თუ რამდენად მიაღწია სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს (ყველასათვის საერთო, სტანდარტით დადგენილ
ნორმასთან მიმართებაში)
|
შეფასების საშუალებები
|
თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა;
კითხვარი;
სიტყვიერი (ზეპირი/წერილობითი) კომენტარი;
უნარის განვითარების დონის აღწერა.
|
ქულა
|
ქულები
|
შეფასების დონეები
|
10
|
მაღალი
|
9
|
|
8
|
საშუალოზე მაღალი
|
7
|
|
6
|
საშუალო
|
5
|
|
4
|
საშუალოზე დაბალი
|
3
|
|
2
|
დაბალი
|
1
|
მუხლი 17. აკადემიური მიღწევის დონეები და შეფასების სისტემა
1. მოსწავლეთა
აკადემიური
მიღწევები
ფასდება
ათქულიანი
სისტემით
ხუთი
დონის
მიხედვით.
2. I-IV
კლასებში
მოსწავლე
არ
ფასდება
ქულებით.
ამ
კლასებში
სემესტრის
ბოლოსა
და
წლის
ბოლოს
კლასის
დამრიგებელმა,
საკუთარი
და
სხვა
მასწავლებლებისაგან
მიღებული
ინფორმაციის
საფუძველზე,
უნდა
დაწეროს
მოკლე,
შემაჯამებელი
წერილობითი
შეფასება,
რომელშიც
დაახასიათებს
მოსწავლეს,
აღნიშნავს
მის
წარმატებებს
და
მიუთითებს,
რაში
სჭირდება
მოსწავლეს
გავარჯიშება
საკუთარი
შესაძლებლობების
უკეთ
გამოსავლენად.
3. V-XII
კლასებში მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით.
5. მოსწავლე ფასდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ
როგორც სავალდებულო, ასევე არჩევით საგნებში.
6. V-XII კლასებში საგანში ”სპორტი” მოსწავლე ფასდება ჩათვლის
სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.
51. საგანში ,,საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება”
მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.
7. დამატებითი სავალდებულო საგნების შეფასება არ იანგარიშება
წლიური ქულის გამოთვლისას.
8. მოსწავლე ”აბიტურის საათის” ფარგლებში შესაძლებელია შეფასდეს განმავითარებელი შეფასებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2011 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №138/ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
მუხლი 18. საგნის
სემესტრული ქულის შემადგენელი კომპონენტები
1. სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:
ა) საშინაო დავალება;
ბ) საკლასო დავალება;
გ) შემაჯამებელი დავალება.
2. შეფასების სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს.
3. საშინაო და
საკლასო დავალებათა
კომპონენტებში გამოიყენება
როგორც განმსაზღვრელი, ასევე
განმავითარებელი შეფასება.
4. შემაჯამებელი დავალების კომპონენტში აუცილებელია განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.
5. ეროვნული სასწავლო გეგმა თითოეული საგნისათვის განსაზღვრავს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობას. ამ კომპონენტით შეფასებისას:
ა) სტანდარტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია შემაჯამებელი დავალების მრავალგვარი ფორმის გამოყენება (თხზულება, მოხსენება, რეფერატი, პროექტი, საველე-გასვლითი სამუშაო, ლაბორატორიული კვლევა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში და სხვ.);
ბ) მოსწავლე
ვალდებულია შეასრულოს
კლასში ჩატარებული
ყველა შემაჯამებელი
დავალება (ეროვნული
სასწავლო გეგმით
დადგენილი სავალდებულო
მინიმუმი და
სკოლის მიერ
დამატებით დადგენილი,
ამ უკანასკნელის
არსებობის შემთხვევაში);
გ) თუ
მოსწავლე არ
შეასრულებს რომელიმე
შემაჯამებელ სამუშაოს
გაცდენის გამო,
სკოლა ვალდებულია,
მისცეს მას
გაცდენილი შემაჯამებელი
დავალებების აღდგენის
საშუალება. შემაჯამებელი
აღდგენითი სამუშაოს
ვადები და
მისი ჩატარების
ფორმა განისაზღვრება სასკოლო
სასწავლო გეგმით;
დ) თითოეული
მასწავლებელი ვალდებულია,
შეაგროვოს და
შეინახოს მის
მიერ კლასში
ჩატარებული შემაჯამებელი
დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი
უნდა იყოს:
სტანდარტის ის
შედეგი/შედეგები,
რომლის შეფასებასაც
ემსახურებოდა კონკრეტული
შემაჯამებელი დავალება;
კრიტერიუმები, რომლითაც
შეფასდა ეს
დავალებები; მოსწავლეების
მიერ შესრულებული
და მასწავლებლის
მიერ შეფასებული
სამუშაოს რამდენიმე
ნიმუში ან
შესრულებული სამუშაოს
ამსახველი ვიზუალური
მასალა; თითოეული
კლასის მოსწავლეთა
მიერ მიღებული
ქულები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 03.09.2013წ.
მუხლი 19. განმსაზღვრელი
შეფასების ქულათა სახეობები
ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში გამოიყენება განმსაზღვრელი
შეფასების შემდეგი სახეობები:
ა) საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ქულები – საშინაო, საკლასო
და შემაჯამებელი კომპონენტის ქულები, რომლებსაც
მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;
ბ) საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ
სემესტრში (სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, გამოითვლება მისი გათვალისწინებით);
გ) საგნის წლიური ქულა – სემესტრული ქულებიდან გამომდინარე
შეფასება საგანში. წლიურ ქულაში შეიძლება წლიური გამოცდის ქულაც აისახოს, თუ ასეთი
გამოცდა გათვალისწინებულია სასკოლო სასწავლო გეგმით და სკოლის მიერ განსაზღვრულია,
რომ მას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე;
დ) (ამოღებულია - 11.10.2012, №224/ნ);
ე) საფეხურის საერთო ქულა – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის
(დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საერთო შეფასება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.
მუხლი 20. ქულების გამოანგარიშების წესი
1. საგნის სემესტრული
ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) მოსწავლის
მიერ სემესტრის
განმავლობაში სამივე
კომპონენტში (საშინაო,
საკლასო და
შემაჯამებელი) მიღებული
ქულების ჯამი
უნდა გაიყოს
მიღებული ქულების
რაოდენობაზე;
ბ) მიღებული
ქულა უნდა
დამრგვალდეს მთელის
სიზუსტით (მაგ.,
6.15 მრგვალდება 6-მდე, 7.49 მრგვალდება 7-მდე,
8.5 მრგვალდება 9-მდე);
გ) იმ
შემთხვევაში, თუ
მოსწავლეს არა
აქვს შესრულებული
ყველა შემაჯამებელი
დავალება, მისი
სემესტრული ქულის
გამოსაანგარიშებლად სამივე
კომპონენტში მიღებული
ქულების ჯამი
უნდა გაიყოს
მიღებული ქულებისა
და შეუსრულებელი
შემაჯამებელი დავალებების
რაოდენობის ჯამზე.
2. საგნის წლიური
ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) საგნის
წლიური ქულის
გამოსაანგარიშებლად საგნის
სემესტრული ქულების
ჯამი უნდა
გაიყოს ორზე;
ბ) საგნის
წლიური ქულა
მრგვალდება მთელის
სიზუსტით (მაგ., 7.25 მრგვალდება
7-მდე, 4.49 მრგვალდება 4-მდე,
9.5 მრგვალდება 10-მდე);
გ) თუ
სასკოლო სასწავლო
გეგმა ითვალისწინებს წლიური
გამოცდის ჩატარებას
და განსაზღვრულია, რომ ამ
გამოცდის ქულაც
აისახება წლიურ
ქულაზე, მაშინ
საგნის წლიური
ქულა სამი
(ორი - საგნის
სემესტრული და
ერთი - გამოცდის) ქულის
საშუალო არითმეტიკულია (დამრგვალებული მთელის
სიზუსტით);
დ) თუ
მოსწავლეს, სკოლიდან სკოლაში
სემეტრის მიმდინარეობისას გადასვლის
გამო, მოუხდება განსხვავებული საგნების
სწავლა და
მანამდე ნასწავლ
საგანში მიღებული
აქვს ამ
გეგმის მე-18
მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული შეფასება,
რომლის საშუალო
არითმეტიკული არის
5.0 ან მეტი, ეს
ქულა დაუფიქსირდება ნასწავლი
საგნის სემესტრულ/წლიურ ქულად
(თუ საგნის
სწავლება მეორე
სემესტრში არ
გრძელდება). ამასთან,
მიმღები სკოლა
ვალდებულია შეაფასოს
მოსწავლე ახალ საგანში,
თუ ეს
ესწრება სემესტრის
დასრულებამდე;
ე) მოსწავლის
მიერ სემესტრის
დასრულების შემდეგ
სკოლიდან სკოლაში
გადასვლის გამო,
მიმღებ სკოლაში
განსხვავებული საგნის
სწავლის შემთხვევაში,
განსხვავებული საგნების
სემესტრული ქულები
აღირიცხება, როგორც
ორი დამოუკიდებელი საგნის
წლიური ქულა.
(მაგ. თუ
მოსწავლე პირველ
სემესტრში უცხოურ
ენად სწავლობდა
ფრანგულს, მეორე
სემესტრში კი
ფრანგულის ნაცვლად
- გერმანულს, მაშინ
ფრანგული ენის
სემესტრული ქულა
გადადის ფრანგული
ენის წლიურ
ქულად, ხოლო
გერმანული ენის
სემესტრული ქულა
- გერმანული ენის
წლიურ ქულად).
3.
(ამოღებულია - 11.10.2012, №224/ნ).
4. საფეხურის საერთო ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) საფეხურის ქულის გამოთვლისას ჯამდება საფეხურის მანძილზე
ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა და ჯამი იყოფა ქულების საერთო რაოდენობაზე;
ბ) საფეხურის საერთო ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით
(მაგ., 6.43 მრგვალდება 6.4-მდე, 7.58 მრგვალდება 7.6-მდე).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.
მუხლი 21. კლასისა და საფეხურის დაძლევა
1. კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის
წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს მიღებული აქვს ჩათვლა
მე-17 მუხლის მე-5 და 51 პუნქტებით განსაზღვრულ საგნებში, რაც აძლევს მას მომდევნო
კლასში გადასვლის უფლებას.
2. დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის
საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ეროვნული სასწავლო
გეგმის შესაბამისად, დაძლეული აქვს V-VI კლასები, რაც აძლევს მას საბაზო
საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
3. საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის
საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი
პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საბაზო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს
მას საბაზო განათლების ატესტატის აღების ან/და საშუალო საფეხურზე გადასვლის უფლებას.
4. საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის
საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად, დაძლეული აქვს საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 თებერვლის ბრძანება №17/ნ - ვებგვერდი, 05.02.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 03.09.2013წ.
Comments
Post a Comment